The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინე რაზმაძე

მარინე რაზმაძე
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1963  (63 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1992წწ. იყო მოსკოვის ცენტრალური ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის №1 თერაპიის კათედრის ორდინატორი და ასპირანტი, ბაზა-ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს IV  კარდიოლოგიური განყოფილება. 1989-2011 კასპის ამბულატორია-სტაციონარი, კარდიოლოგი; 2011 წლიდან შპს "მედალფა" კასპის კლინიკის კარდიოლოგი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სადღეღამისო ეკგ მონიტორირებით იშემიური ცვლილებების დიაგნოსტიკას, ექოკარდიოგრაფიის როლის გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების დიაგნოსტიკაში, კალციუმის ანტაგონისტების გავლენას დიასტოლურ ფუნქციაზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იშემიური ცვლილებები სადღეღამისო ეკგ მონიტორირებით და ანტიანგინალური პრეპარატების ეფექტის ანალიზი", დაიცვა 1992 წელს.