The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გენრიეტა რამიშვილი

გენრიეტა რამიშვილი
დაბადების თარიღი:1919  (107 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1947წწ. მუშაობდა ქ. ფოთის საავადმყოფოში პედიატრად; 1947-1960წწ. თბილისის ბავშვთა მე-11 პოლიკნინიკა, პედიატრი; 1960-1963წწ. ნაძალადევის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილება, რაიპედიატრი; 1963-1873წწ. ბავშვთა მე-12 პოლიკნინიკის მთავარი ექიმი; 1973 წლიდან ბავშვთა N1 პოლიკნინიკის მთავარი ექიმი. ის აქტიურად თანამშრომლობდა კვალიფიკაციის ამაღლების პედიატრიის ინსტიტუტთან. მის მიერ დამუშავებული და გამოცემულ ნაშრომი "შრომის მეცნიერული ელემენტების დანერგვის გამოცდილება ბავშვთა N1 პოლიკნინიკაში", ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული იქნა სამედიცინო ქსელში გასავრცელებლად. 1994 წლიდან მუშაობდა ნაძალადევის რაიონის მედმუშაკთა გაერთიანებული პროფკომიტეტის თავმჯდომარედ.