The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მანანა რამიშვილი

დაბადების თარიღი:12 მაისი, 1948  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1974წწ. ინტერნატურა გაიარა ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1975-1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1980-1990წწ. ასისტენტი, 1990-1993წწ. უფროსი მასწავლებელი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სისხლის შედედების სისტემაში განვითარებულ ცვლილებებს ღვიძლის სისხლით მომარაგებიდან გამოთიშვის პირობებში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თავის მიდამოს ტოპოგრაფიული ანატომიის შესწავლის ტესტური კონტროლი"(თბილისი, 1996). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - " ღვიძლის სისხლით მომარაგებიდან დროებითი გამოთიშვის შედეგად სისხლის შედედების სისტემაში განვითარებული ცვლილებები", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო საზოგადოება "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", წევრი