The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ფილიპე რამიშვილი

ფილიპე რამიშვილი
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1979  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ვანი, ჩოხატაურის რაიონი.

სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე (1915-1917წწ); დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1934 წელს, ამავე ინსტიტუტის თერაპიული კლინიკის ორდინატურა 1938 წელს.

1934-1935წწ. მუშაობდა ლაგოდეხის საექიმო უბნის გამგედ; 1938-1979წწ. ფოთის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ, 1950 წლიდან შეთავსებით ასრულებდა ქალაქ ფოთის მთავარი თერაპევტის მოვალეობას; 1949-1979წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ფოთის სამედიცინო სასწავლებელში. მისი ხანგრძლივი სამედიცინო და პედაგოგიური მოღვაწეობა მრავალი სახელმწიფო ჯილდოთი აღინიშნა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი