| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თეიმურაზ რევაზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1967-1971წწ. იყო გორის სამშობიარო სახლის ექიმი-მეან-გინეკოლოგი; 1971-1973წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა ლენინგრადის პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1973-1977წწ. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკური კლინიკური ონკოლოგიური დისპანსერის გინეკოლოგიურ განყოფილებაში; 1977-1995წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური გინეკოლოგიის განყოფილების ექიმი, 1995 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფ. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური გინეკოლოგიის განყოფილების გამგე. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომისა საშვილოსნოს ყელის, ტანისა და საშოს კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებზე. ონკოლოგ-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ყელის ტაკვის კიბოს პროფილაქტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1988 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

