The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზურაბ რობაქიძე

დაბადების თარიღი:6 მაისი, 1931  (95 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957–1975წწ. მუშაობდა აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომლად, უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1975 წლიდან იყო კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; ავტორია 130 სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონებების, მეთოდური რეკომენდაციების. გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელო პრაქტიკოსი ექიმებისათვის. მონაწილოეობდა ვაშინგტონში პროფესორთა მსოფლიო მშვიდობის აკადემიის კონგრესში(1997. 21–30.XI). საქართველოდან პირველი გახდა ამ აკადემიის წევრი კომპონენტური ჰემოთერაპიის დანერგვაში. ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თსსუ ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, წევრი
  • ტრნსფუზიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ჯანდაცვის სამინისტროს სალიცენზიო საბჭო, წევრი
  • ჰემატოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - თერჯოლის საპატიო მოქალაქე