| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
კახაბერ რობაქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი 1992 წელს. 1992-1994წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე(იმუნოლოგია, ვირუსოლოგია), 1994 წლიდან არის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა მრავალპროფილური საავადმყოფოს ინფექციურ-ბოქსირებული განყოფილების თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიკრობთა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას. მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდარო დისერტაციის თემა - "მიკრობთა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავლენა ნეიტროფილების ფუნქციურ აქტივობაზე ოპერაციის შემდგომი ჩირქოვანი გართულების დროს", დაიცვა 1995 წელს.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

