The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რუსუდან რუხაძე

რუსუდან რუხაძე
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1957  (68 წლის)
კატეგორია:ჰისტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980–1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1984–1993წწ. - ამავე კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან - აღნიშნული კათედრის დოცენტი. ექიმი-ჰისტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის ფარისებური ჯირკვლის სტრუქტურის რაოდენობრივი ანალიზი სხვადასხვა სახის ჩიყვის დროს", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლისა და ზოგიერთი ორგანოს სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებანი ჰიპერ-, ეუ-, და ჰიპოთირეოზის დროს", დაიცვა 1999 წელს.

ბიბლიოგრაფია

  • ჰისტოლოგია : სახელმძღვ. თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის სტუდ. (ავტორი). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. - 432გვ. - ISBN: 978-9941-0-1289-1
  • ჰისტოლოგია : სახელმძღვ. თსუ-ს სტუდ (ავტორი). - თბილისი, ოაზისი, 2003. - 423გვ. - ISBN: 99928-894-1-1