გაზეთი:   საქართველოს დრ. რევკომის ბიულეტენი
გამოც.დაწყების თარიღი : 1921
ენა: ქართული
თემატიკა : საზოგადოებრივ-პოლიტიკური
ფონდი-შიფრი-ეგზ    გამოცემის წლები
K-9-554 1921
ინფორმაცია გაზეთის შესახებ

"საქართველოს დრ.[ოებითი] რევკომის ბიულეტენი". 1921. Бюллетень вр. Революционного Комитета Грузии. თბილისი. [დრ. რევკომის გამოცემა].

1921 . [№1] (26/II), [№2] (27/II) ...? №4 (?); თით. 2 გვ.

პირველი ბეჭდვითი ორგანო, გამოცემული საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე; გამოდიოდა 26 თებერვლიდან ერთ გვერდზე ქართული, ხოლო მეორე გვერდზე რუსული ტექსტით. №1-ის პირველი გვერდი იწყება ლოზუნგებით: "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საბჭოთა საქართველოს", "გაუმარჯოს წითელ ლაშქარს"; მოწინავე წერილი იწყება შემდეგი სიტყვებით: "დღეს თბილისი ხვდება წითელ ლაშქარს"... ამავე გვერდზე რევკომის პირველი მიმართვაა "მოქალაქეთა საყურადღებოდ", რომელიც იწყება შემდეგი სიტყვებით: "დროებითი რევოლუციონური კომიტეტი საყოველთაო საყურადღებოდ აცხადებს, რომ ყველა დაწესებულებების მუშა-მოსამსახურენი ვალდებული არიან დარჩნენ თავიანთ ადგილებზე და შეასრულონ პირნათლად დავალებანი, დაიცვან სრული წესრიგი" და სხვ.

შენიშვნა: ბიბლიოგრაფიული იშვიათობა; თითო-თითო ნომერი ინახება . მარქსის სახელ. საჯარო ბიბლიოთეკაში და საქ. სარევოლუციო მუზეუმის ბიბლიოთეკაში.

(საჯ.; სარევ. მუზ.)

 

წინა გვერდი