გოლდბერგის ფორმულა და სექსი (ნაწილი პირველი)
დამატების თარიღი: 2012-11-16 12:00:00
ავტორი: მერაბ ვეკუა

სადარბაზოდან გამოვედი. ჩემს წინ მანქანამ დაამუხრუჭა.

            – თუ ძმა ხარ, ტელეფონის სადგურში შევირბინოთ, მერე კი სამსახურში წაგიყვან – შემომძახა მეზობელმა.

            ტელეფონის სადგურის კარები დაკეტილი დაგვხვდა. მეორე სართულზე ფანჯრები ღია იყო.

–        რა ვქნა, როგორ დავუძახო, სახელი რომ არ ვიცი?

–        მაყვალა დაუძახე – ვუპასუხე მე.

–        იცნობ რო?

–        არა.

–        აბა, საიდან იცი, რომ მაყვალა ჰქვია.

–        გოლდბერგის თეორიაა.

–        ვისი, ვისი?

–        ფიზიკოსია. ალბათობის ფორმულა შეიმუშავა. ამ ფორმულაზე 52 წელი მუშაობდა.

–        ხუმრობ არა?

–        მე ჩემი გითხარი, ახლა როგორც გინდა ისე მოიქეცი.

–        ეჰ, მეტი გზა მაინც არ მაქვს – და ომახიანად შესძახა – მაყვალა.

–        ბატონო.

ჩემი ხუმრობა ძვირად დამიჯდა. რა თქმა უნდა, მე არც გოლდბერგი ვიცოდი ვინ იყო და არც მის ფორმულაზე მსმენია რამე.

გზაში სულ ამ ფორმულაზე მელაპარაკებოდა. მეც ავყევი.

–        წამაკითხე რა ეგ წიგნი – მთხოვა მეზობელმა.

–        წიგნი არ არის, ნაბეჭდი ფურცლებია, მაგრამ აკრძალულია.

–        რატომ?

–        ამ ფორმულით შეიძლება ბევრი რამის გაგება. მანამდე მონაცემები ცხრილებში უნდა ჩასვა. მოკლედ, რთული ამბავია. მე ერთი წელი მოვანდომე მის შესწავლას. ხომ გაგიგონია, ადამიანები სიმართლეს რომ ამბობდნენ, მსოფლიო დაინგრევაო.

–        ეგ ვინ თქვა?

–        ალფრედო დი სტეფანომ. არგენტინელი ფილოსოფოსია, ახლა ესპანეთში ცხოვრობს.

–        მაინც როგორ დაინგრევა?

–        შენ რომ ქალებში გრიალებ, რესტორნებში რომ დადიხარ, სახლში რომ გვიან მოდიხარ, ცოლს ეუბნები სიმართლეს?

–        ხომ არ გაგიჟდი, ეგრე ხომ ოჯახი დამენგრევა.

–        ჰოდა, სახელმწიფო რომ ოჯახებისაგან შედგება არ გაგიგონია?

–        არა.

–        მისმინე, წიგნებს კითხულობ?

–        არა, მაგის დრო სადა მაქვს.

–        ბოლოს რა წიგნი წაიკითხე?

–        ჩოჩარა, მაშინ პატარა ვიყავი.

–        ტელევიზორს უყურებ?

–        არა, ძალიან გვიან მოვდივარ.

–        კინოში დადიხარ?

–        არა.

–        სპორტი გიყვარს?

–        არა.

–        არც ფეხბურთი გიყვარს?

–        არა.

–        მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს არ უყურებ?

–        მაგ სისულეებისთვის დრო არა მაქვს.

–        პარიზში რომ აპირებდი წასვლას, გადაიფიქრე?

–        ფრანგული არ ვიცი და ქალები როგორ უნდა გავჟიმო.

–        მაგისთვის ენის ცოდნა არ არის საჭირო.

–        ეს როგორ?

–        მომისმინე, ნამდვილ ამბავს მოგიყვები. კომუნისტების დროს ერთი მუშაკი კარგი მუშაობისთვის საგზურით გაუშვეს პარიზში. რომ ჩამოვიდა, თანამშრომლები გარს შემოეხვივნენ, აინტერესებდათ როგორ გაატარა პარიზის დღეები. მუშაკი მათ ზოგადად მოუყვა რა ნახა: ეიფელის კოშკი, ლუვრი, თეატრები, მუზეუმები. თანამშრომლები შეეკითხნენ, ფრანგები როგორი ხალხიაო. რაც შეეხება ხალხს, ძალიან გამგებიანები არიანო. კარგად აგვიხსენიო რას ნიშნავს ეს. აი, მაგალითად ქუჩაში ვსეირნობდი, ერთი მაგარი გოგო დავინახე, მინდოდა კაფეში დამეპატიჟა , მაგრამ ვერაფერი გავაგებინე. შემდეგ ბლოკნოტი ამოვიღე და შიგ კოფეს ჭიქა ჩავხატე. ყველაფერს მიხვდა და კაფეში შევედით. ბევრი ვილაპარაკეთ, თუმცა ერთმანეთს ვერაფერს ვაგებინებდით. შემდეგ იმ ქალმა ბლოკნოტი გამომართვა და შიგ ისეთი ფირმენი კრაოტი ჩამიხატა, რომ დღესაც ვერ გამიგია როგორ მიხვდა, რომ მე მებელნი კამბინატში ვმუშაობდი.

–        ხა, ხა, ხა. – გასკდა სიცილით ჩემი მეზობელი– რა გოიმი ყოფილა.

–        ასე რომ, ენის ცოდნა სულაც არ არის საჭირო. წაიღე ბლოკნოტი და რამდენი ქალიც გინდა იმდენი გაჟიმე. ისე, ერთი–ორი ფრანგი ქალი არ უნდა გყავდეს გაჟიმული?

–        ჩემი მეზობელი აღფრთოვანებული იყო ჩემი სიტყვებით.

–        კიდევ რისი გაგება შეიძლება ამ ფორმულით?

–         ყველაფრის. მაგალითად, ზუსტად შეუძლია გამოთვალოს პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, გამოიცნოს არჩევნების შედეგები, სექსუალური საკითხები და ბევრი სხვა. ამიტომ ჩათვალეს, რომ ეს ნაშრომი საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის. თვითონ გოლდბერგი ცოცხალი აღარ არის. საქართველოში ეს ნაშრომი ერთ კაცს ჰქონდა, რომელიც საზღვარგარეთ გაიქცა. სანამ ეს ხელისუფლებისთვის გახდებოდა ცნობილი, ამ ნაშრომის ნაწილის შესწავლა რამდენიმე კაცმა მოახერხა. მეც გავეცანი და ნაწილობრივ დავიმახსოვრე.

–        ამ ფორმულით სექსზე რა შეიძლება გაიგო?

–        სექსი ხანძარი არ არის, მაგრამ მას ვერავინ ჩააქრობს, ჩავილაპარაკე მე.

–        ეს ვინ თქვა?

–        ესპანელი მწერალია, ფერნანდო ტორესი.

–        მითხარი რა კიდევ რამე.

–        სექსის სურვილს ვერ დამალავ.

–        ეს ვინღა თქვა?

–        მარიო დელ მონაკომ.

–        რა ჭკვიანურ რაღაცეებს იძახიან.

–        აი, შენ რომ წიგნების კითხვა არ გიყვარს, იმიტომ არის, რომ არ იცი.

–        აბა, სადა მცალია.~

–        რესტორნისთვის და ქალებისთვის ხომ გცალია.

–        მაგას ვერ გამოვტოვებ, ძმაო. მითხარი რა კიდევ რამე სექსზე.

–        სექსზე ძლიერი არაფერია და იგი არავითარ წესს არ ემორჩილება.

–        აი, ეს მომწონს, კიდევ რა.

–        აი მაგალითად, იტალიელი ფილოსოფოსი, ჯოვანი ტრაპატონი ამბობს, იმისთვის გავჩნდი, რომ სექსი მიყვარდეს.

–        აი, ეგ ჩემზეა ნათქვამი.

–        ჭეშმარიტმა სექსმა არ იცის ზომა და საზღვარი.

–        ეგ ვინა თქვა?

–        ამერიკელმა პოეტმა მარლონ ბრანდომ.

–        კიდევ მითხარი რა.

–        სექსი არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს, ამბობს არგენტინელი მწერალი მარიო კემპესი.

–        ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ მაგარია.

–        სექსი უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში.

–        ამას ვიღა ამბობს?

–        იტალიელი პოეტი პაოლო მალდინი.

–        კიდევ მითხარი რა.

–        სექსი უცაბედად იბადება, თქვა ამერიკელმა ფილოსოფოსმა ფრენკ სინატრამ.

–        კიდევ რა.

–        სექსი არც მაშინ გვეკითხება როცა მოდის, და არც მაშინ, როცა მიდის.

–        აი ეს კარგია. ვინა თქვა?

–        სერბმა მოაზროვნემ ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

–        მიდი რა კიდევ.

–        თუ გინდა, რომ სძლიო სექსს – გაიქეცი.

–        ეგ ვინა თქვა?

–        შვეიცარიელმა პოეტმა, როჯერ ფედერერმა.

–        ეს არ მაწყობს, რატომ უნდა გავიქცე?

–        ფრანგი მორალისტი, მიშელ პლატინი ამბობს: სექსი ბუნების უმაღლესი პოეზიაა.

–        კიდევ რა, გეხვეწები.

–        სექსი უძველესი მსოფლიო მოვლენაა, ამბობს იტალიელი პოეტი მარჩელო ლიპი.

–        კიდევ მითხარი, რა.

–        სექსი ქალის მთელი სიცოცხლეა და მხოლოდ ერთი ეპიზოდია მამაკაცის ცხოვრებაში.

–        ეს კარგია, ვინა თქვა?

–        ამერიკელმა ფილოსოფოსმა, ალ პაჩინომ.

–        კიდევ რა.

–        ერთს გეტყვი და მეტი აღარ მახსოვს. სექსის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა – ახალი ადამიანი, ამბობს ამერიკელი პოეტი, რობერტ დე ნირო.

–        იმ ფორმულით კიდევ რისი გაგება შეიძლება?

–        ყველაფრის. მაგალითად, თუ შენს მონაცემებს შეიყვან ცხრილში (ასაკი, დაბადების წელი, წონა და სხვ.), გამოიანგარიშებს რომელ წლამდე შეგიძლია სექსი.

–        მაშოვნინე რა ეგ წიგნი.

–        ხომ გითხარი, ეს წიგნი არ არის. წარმოიდგინე, რომ უცხოპლანეტელი ჩამოვიდეს დედამიწაზე, რა ამბავი ატყდება. ყველა ეცდება თავისთან წაიყვანოს, გაიგოს ბევრი საიდუმლოება, რომლის შემდეგაც ის ქვეყანა მსოფლიოს ბატონ–პატრონი გახდება. ასეა გოლდბერგის ნაშრომი და მისი ფორმულაც.

–        ბევრი ფული რომ დავხარჯო, ჩავიგდებ ხელში ამ ფორმულას?

–        ფული ხმალამოღებული ხელმწიფეა.

–        ეგ ვინ თქვა?

–        ესპანელმა პოეტმა, რაფაელ ნადალმა.

–        კიდევ რა იცი ფულის შესახებ?

–        სადაც ფული ლაპარაკობს, იქ სიმართლე სდუმს.

–        ეგ ვინღა თქვა?

–        იტალიელმა მორალისტმა, ლუჩანო პავაროტიმ.

–        კაცი ფულით არისო, ამბობს იტალიელი პოეტი, მარჩელო მასტროიანი.

–        აი ეგ, ძალიან მომწონს. კიდევ რა გახსოვს ფულზე?

–        თუ ფული გაქვს, გმირიც შენ ხარ, ამბობს ფრანგი მორალისტი ჟერარ ფილიპი.

–        კიდევ რა გთხოვ, თუ გახსოვს.

–        ვისაც ბევრი ფული აქვს, ქალიც ბევრი ჰყავს, ამბობს ინგლისელი მწერალი ჯონ ტერი.

–        აი ეს ჩემზეა ნათქვამი.

–        არ იყიდება ეს წიგნი?

–        ხომ გითხარი, ეს შეუძლებელია.

–        ქალის შებმაც შეიძლება ამ ფორმულით.

–        ლამაზი ქალი დღეს შენია, ხვალ სხვისიო, ამბობს ფრანგი მორალისტი, ჟან გაბენი.

–        კარგია. ქალებზეც იცი რამე?

–        კი, რაღაცეები მახსოვს.

–        მითხარი რა.

–        ლამაზი ქალის ცოლად შერთვა, წყალში ჩავარდნააო, ამბობს იტალიელი მწერალი, ჯიჯი ბუფონი. არ არსებობს ცბიერება ქალის ცბიერებას რომ აღემატებოდეს.

–        ამა ვიღა ამბობს?

–        ფრანგი მოაზროვნე ტიერი ანრი.

–        კიდევ მითხარი რა რამე.

–        ქალი ყოველთვის მერყევი და ცვალებადია. ის არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა, ამბობს შვედი მწერალი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

–        კიდევ მითხარი რა– არ მეშვება მეზობელი

–        კარგი ეს ბოლო იყოს. ქალების საქციელი იმ მამაკაცებზეა დამოკიდებული, ვისთანაც რესტორანში დადიან, ამბობს აფრიკელი მწერალი დიდიე დროგბა.

–        ქალზე რა შეიძლება გაიგო ამ ფორმულით?

–        თუ იმ ქალის მონაცემებს შეიყვან ცხრილში, გამოგითვლის მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, სექსუალურ მისწრაფებებს, მის სისუსტეებს და სხვა.

–        მაშოვნინე რა ეგ წიგნი.

–        კარგი რა, ხომ გითხარი.

–        იცი, სამსახურში ერთი მაგარი გოგო მივიღეთ. ჭკუას ვკარგავ ისე მინდა მისი გაჟიმვა. სამი თვეა ხან რესტორანში, ხან კაფეში, ხან ბარში დავატარებ. ძვირფას საჩუქრებს ვჩუქნი. ერთი მანქანის ფული დავახარჯე, მაგრამ დაჩაზე არ მომყვება.

–        მაგან იცის შენი ამბავი, რომ სამსახურში ყველას გადაუარე.

–        კი, იცის, ჩვენთან ხომ არაფერი იმალება.

–        ამიტომაც არ მოგყვება, ეშინია, რომ მერე სხვასავით არ მიატოვო. შენ ალბათ, ჟურნალი გექნება, სადაც აღრიცხვას აწარმოებ რამდენ ქალთან გქონდა სექსი. სად, როგორ, რა პოზაში.

–        შენ საიდან იცი?

–        გოლდბერგის ფორმულით. მაყვალა ხომ გამოვთვალე.

მანქანა შუქნიშანთან გაჩერდა. იქვე ახლოს სამი ახალგაზრდა გოგო იდგა. მეზობელი მეკითხება:

–        შეგიძლია შენი ფორმულით დაადგინო, რა ჰქვია ერთ–ერთ მათგანს.

–        რა თქმა უნდა.

–        როგორ შევამოწმოთ?

–        დავუძახებ და გამოიხედავს.

–        რას დაუძახებ?

–        ეკას.

–        აბა მიდი, რა გამოვა აქედან.

მანქანიდან თავი გამოვყავი და მკაფიოდ და ხმამაღლა დავიძახე – ეკა. სამივე ქალიშვილმა გამოიხედა.

–        ვა, სამივეს ეკა ჰქვია?

–        არა, ეკა ერთს ჰქვია, ხოლო დანარჩენი ორი დაინტერესდა მერსედესიდან ვინ ეძახდა მათ მეგობარს.

ჩემმა მეზობელმა საბოლოოდ ირწმუნა გოლდბერგის ფორმულა.

–        გთხოვ რა, დამეხმარე იმ გოგოს გაჟიმვაში.

–        კარგი, ვეცდები. ოღონდ უნდა გამიგო მისი მონაცემები. განსაკუთრებით მაინტერესებს არის თუ არა ის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.

–        ეგ რა შუაშია?

–        შუაში კი არა, თავშია. თუ შალვას პარტიის წევრია, საქმე რთულად იქნება.

–        რატომ?

–        იმიტომ, რომ შალვა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს პარტიაში არ იღებს, ან თუ რამე გაიგო ამის შესახებ, პარტიიდან რიცხავს.

–        მინდა რა ამ გოგოს გაჟიმვა.

–        მეც მინდა.

–        შენ რა გინდა კაცო?

–        შენ რომ გაჟიმო. ამიტომაც მინდა დაგეხმარო. გაიგე რაც გითხარი. მომისმინე, შენ რომ მაგ ქალთან ერთად რესტორნიდან გამოდიხარ, მათხოვარ ბავშვებს ფულს რატომ არ ჩუქნი?

–        შენ საიდან იცი?

–        ის გოგო ხომ ხედავს, რომ შენ სიძუნწეს იჩენ. ხოდა, იცოდე, რომ ქალებს ეს არ მოწონთ. აუცილებლად დაეხმარე გაჭირვებულ ბავშვებს, უფრო მეტიც, რესტორანში სუფრაზე ბევრი საკვები გრჩებათ, რომელსაც ვეღარ ერევით. ნუ შეგრცხვება, პარკში ჩაალაგე და ბავშვებს დაურიგე. დამიჯერე, შენ იმ გოგოს თვალში ძალიან ამაღლდები.

–        დღესვე გავაკეთებ ამას, ოღონდ იმ გოგოს გული მოვიგო.

–        შენ რომ სახლიდან გამოდიხარ და ნაგავს ყრი, დაგინახავს რამდენი უპატრონო ძაღლია? იმათაც დაუყარე რამე საჭმელი. შენ ხომ ამით არაფერს არ აგებ. ქუჩაში მათხოვარს თუ დაინახავ, მანქანა გააჩერე და ხურდა ფული ჩაუყარე. მოიკითხე შენი კლასელები, მეგობრები, იქნებ მათ დახმარება სჭირდებათ. შენ ხომ ბევრი ფული გაქვს, ამით ხომ არაფერი დაგაკლდება. ცოტა ხანში შენ სულ სხვა ადამიანი გახდები და ამას ის შენი საოცნებო გოგო აუცილებლად შეამჩნევს.

–        ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ იმ გოგოს ….

 გაგრძელება