საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918). წ. 1
დამატების თარიღი: 2017-10-31 12:47:00

წარმოდგენილ წიგნში საქართველოს ახალი ისტორია იწყება რუსეთის იმპერიის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების: ქართლ-კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის სამთავროების ქვეშევრდომობაში მიღებისა და გაუქმების პერიოდით და მთავრდება 1918 წლით, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით. 1801-1918 წლებში მომხდარ ყველა ისტორიულ მოვლენას განსაზღვრავდა და ერთიან რკალში აქცევდა საერთო იდეა- ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.