ენოლოგია : ღვინის წარმოქმნა და დავარგება : [მონოგრაფია]
დამატების თარიღი: 2017-12-20 12:16:00

აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას მონოგრაფია არის პირველი ფუნდამენტური ნაშრომი, რომელშიც გადმოცემულია ქვევრის ღვინის მიღების ქართული ტექნოლოგიის მეცნიერული საფუძვლები, დეტალურადაა აღწერილი ღვინის წარმოქმნის, ფორმირების, დავარგებისა და დაძველების სტადიებზე მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური გარდაქმნები; განხილულია ალკოჰოლური დუღილის პროცესზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორი; აღწერილია ღვინის მიღების ევროპული და ქართული ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიებით მიღებული ღვინის თავისებურებანი; აღწერილია ღვინის დაავადებები და მათი გამოსწორების გზები. მონოგრაფიაში დეტალურადაა გამოკვლეული როგორც ევროპული, ისე ქართული ტიპის ღვინის ფალსიფიკაციისას მიმდინარე ცვლილებები, შემოთავაზებულია ღვინის ნატურალურობის მაჩვენებელი ფიზიკურ-ქიმიური კრიტერიუმები.