მასალები ორონტის ანტიოქიის დასავლეთით მდებარე ქართული მონასტრების კვლევა-ძიებისათვის : [მონოგრაფია]
დამატების თარიღი: 2017-12-20 12:21:00

წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს თარგმანს უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნის, ვახტანგ ჯობაძის მონოგრაფიისა, რომელიც 1976 წელს გამოქვეყნდა აღმოსავლური ქრისტიანული კულტურის კვლევების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დარგობრივ სერიაში. ნაშრომი ანტიოქიის არეალის ქართული სამონასტრო კოლონიის ისტორიის კვლევების შედეგებს წარმოადგენს, მასში თავმოყრილია მთელი რიგი მასალა: ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებული XI-XIII სს-ის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერები, ასევე ქართული თუ უცხოენოვანი წერილობითი წყაროები, სამეცნიერო ლიტერატურა, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებათა მონაცემები და ა.შ.