საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში : სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა
დამატების თარიღი: 2017-12-20 12:27:00

ყაჯარული პერიოდის (1794-1925) სპარსული სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა უაღრესად საყურადღებოა როგორც ლიტერატურული, ისე ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და კულტუროლოგიური თვალსაზრისით. საინტერესოა ის საქართველოს ახალი ისტორიის მკვლევართათვისაც, ვინაიდან საქართველოს თემას ამ ლიტერატურაში გარკვეული ადგილი უჭირავს. წინამდებარე წიგნი აღნიშნული პერიოდის სპარსული სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურის საქართველოსთან დაკავშირებული ეპიზოდების თარგმანების შეძლებისდაგვარად სრული კრებულის შექმნის მცდელობას წარმოადგენს. შესწავლილია 63 თხზულება, რომლებიც მეტად თუ ნაკლებად ეხება საქართველოს ან ქართველებს.