ოთხი წელიწადი
დამატების თარიღი: 2018-01-23 15:46:00
ავტორი: გიორგი კეკელიძე; ესაუბრა ნინო გედენიძე

საოცარი რამ არის მეგობარი „ სოციალური ქსელი“-ისე დროულად შეგახსენებს ხოლმე გარდასულ დროთა ამბებს. ამ დილითაც გამახსენა, რომ ოთხი წელიწადი გასულა 2014 წლის 23 იანვრიდან. სწორედ ამ  დღეს  რადიო პირველის გადაცემა „თავისუფალი ლიტერატურის“ სტუმრები გახლდნენ  ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და მგალობელ-მომღერალთა გუნდის „ადილეის“ წევრები, რომლებმაც უკვე რადიოში დაულოცეს გზა „გურულ დღიურებს“ და მის ავტორს მადლიანი მელოდიებით. ოთხი წელიწადი - გაგახსენდათ ალბათ ილიას მღელვარება და იმედები;- ოთხი წელიწადი - რამდენად  მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის „ გურული დღიურებისა“და გიორგი კეკელიძისათვის?

ბატონო გიორგი, ოთხი   წელიწადი   გასულა " გურული დღიურების" პირველი  ნაბიჯებიდან. რა  მოგცათ ქვენ, როგორც  ავტორს  ამ  ოთხმა  წელიწადმა?

გიორგი კეკელიძე: ზოგადად, “გურულ  დღიურებს“ ძალიან გაუმართლა – ხალხმა შეიყვარა და არაერთ  ენაზე ითარგმნა. ამ  აზრით, შეიძლება ბევრი ადამიანის თვალში ეს ოთხი წელიც“ გურული დღიურებისა“ იყო, მით უფრო, რომ მისი სხვა ორი წიგნიც გამოვიდა და ეს პროექტი დასრულდა. თუმცა, ამ პერიოდში ჩემი რამდენიმე წიგნი გამოვიდა: ხუთი დეტექტივი, ერთი რომანი – ,,ორი თავგადასავალი’’, ,,თომას ზღაპრები’’ და ლექსების კრებული ,,წერილები ღმერთს და მამაჩემს’’. ახლა მზადდება მინიატურების წიგნი-ალბომი მაი ლაშაურთან ერთად – „წერილები შენ“.

ოთხი წელიწადის ილიასეული შეფასება  მინდა დავიხმარო : "ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელესა და სინათლეს შუა ბედისაგან გადებულითქვეთვის , როგორც საგანმანათლებლო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლისათვის , იმ მოძრაობის, რომელმაც სრულიად საქართველო მოიცვა და უამრავი ადამიანი  ჩააბა "სინათლისათვის" ბრძოლაში, იყო ეს ოთხი წელიწადი გადამწყვეტი  და  გარდამტეხი?

გიორგი კეკელიძე: 2012 წლიდან დავიწყეთ   პროექტი ,,ეკვილიბრიუმი“, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და  სოფლის ბიბლიოთეკების განახლება ან აღდგენა დაისახა მიზნად. ეს გულისხმობდა წიგნადი ფონდითა და კომპიუტერებით დახმარებას და კადრების  გადამზადებას. შემდგომში პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და მხარს უჭერდა ისეთ  წამოწყებებს, როგორიც  იყო ,,წიგნი ყველა სოფელს”, ,,წიგნი მაღალმთიან  სოფლებს”, პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტი ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას”. პროექტის  მასშტაბები იმდენად  გაფართოვდა,  რომ სახალხო მოძრაობის სახე მიიღო  და ჩვენ დღეს უკვე ამ მოძრაობის  ავანგარდში  ვართ.  გასახარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეხმაურება ამ პროექტს;  ვგულისხმობ წიგნების შემომწირველებს. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მეტი გამოგვეხმაურება. ამ ეტაპზე რვაასამდე სოფლის ბიბლიოთეკას   დავეხმარეთ  წიგნადი  ფონდით, 200-მდე სოფლის ბიბლიოთეკას წიგნებთან ერთად კომპიუტერებიც გადავეცით.მაგრამ  გარდამტეხი ეტაპი მგონი, რომ წინ არის.

-კვლავ ილიას დავესესხები „ეს ის  ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის  ტვინში  და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების  კვირტსა." "გურული  დღიურები" ყველა თაობისათვის  განკუთვნილი წიგნია.  სასიხარულოა, რომ უამრავი ახალგაზრდა თაყვანისმცემელი  ჰყავს  წიგნსაც და ავტორსაც. როგორ ფიქრობთ ეს მათ გონებასა და ცხოვრებაზეც  აისახა " მშვენიერის  მტევნის " სახით?

გიორგი კეკელიძე: ასეთი შედეგის მხოლოდ ვარაუდი შემიძლია. ძნელია დაბეჯითებით თქვა, რამდენად შეუძლია კონკრეტულ წიგნს კონკრეტული ადამიანის შეცვლა, მაგრამ თუ კითხვის ნიშნები მაინც გააჩინა, უკვე მნიშვნელოვანი ამბავია. კითხვის ნიშნის დასმის შემდეგ იწყება განვითარება.

სიკეთე, ისევე, როგორც არასიკეთე, გადამდებია და ვფიქრობ ამის კარგ მაგალითად   აწ  გამოდგება " ეკვილიბრიუმი", რას იტყვით მათზე, ვისაც მიეცით საშუალება უკეთესები  გამხდარიყვნენ?

გიორგი კეკელიძე: ძალიან კარგად ფორმულირებული კითხვაა. ადამიანები უნდა აცნობიერებდნენ რომ სოფლის ბიბლიოთეკისთვის შეწირული წიგნი, კომპიუტერი თუ სხვა რამ, მათვე აძლიერებს.  ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები ნამდვილად არსებობენ.  ჩვენი მოძრაობა სწორედ მათ ეფუძნება.