დამატების თარიღი: 2013-02-25 14:57:28

ბართლომე (ბარონ) ბიბინეიშვილი

ბართლომე ექვთიმეს ძე ბიბინეიშვილი დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ სურებში 1883 წელს. იყო რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. კომპარტიის წევრი 1898 წლიდან.

1898-1901 წწ. მონაწილეობდა თბილისის მუშათა გაფიცვებსა და დემონსტრაციებში.

1903-1905 წწ. იყო რესდმპ კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი, ხელძღვანელობდა კომიტეტის არალეგალურ სტამბას.

1905-1907 წწ. რევოლუციის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, დემონსტრაციებსა და შეიარაღებულ გამოსვლებში. იყო ქუთაისის ციხის საიდუმლო გვირაბის გაყვანისა და პოლიტპატიმართა გაქცევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რევოლუციური მოღვაწეობისათვის ორჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს.

1918-1920 წწ. იყო პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრი და აქტიურად იბრძოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  წინააღმდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სხვადასხვა დროს იყო რევკომის თავმჯდომარის მოადგილე, რევკომის საქმეთა მმართველი. იყო ცნობილ ტერორისტ და ექსპროპრიატორ კამოს (სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის პარტიული ფსევდონიმი) მეგობარი და მასთან ერთად ასრულებდა განსაკუთრებულ დავალებებს.  

საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო 1936-1937 წწ. ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და სახელმწიფო გამომცემლობის გამგე. მას დაწერილი აქვს მემორიალური ხასიათის წიგნები და ბროშურები.

დახვრიტეს 1938 წელს.

ბარონ ბიბინეიშვილის შრომების ნუსხა