დამატების თარიღი: 2013-02-26 10:00:39

ნიკოლოზ ჭელიძე 

ნიკოლოზ იოსების ძე ჭელიძე დაიბადა 1901 წელს ოზურგეთის რაიონში საფელ ბახვში.

1921 წელს დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი და მასწავლებლობა დაიწყო სოფელ ბახვში. 1927 წელს დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის ფაკულტეტი.

1927-1928 წლებში მუშაობდა თელავის მაზრის პოლიტგნყოფილების გამგედ, ხოლო 1929-1932 წლებში 26-ე საშუალო სკოლის გამგედ. 1931-1932 წლებში ლენტეხის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ. 1932 წლიდან 1938 წლამდე მე-14 საშუალო სკოლის და მე-3 პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად; 1935 წლიდან 1939 წლამდე მუშაობდა კვების სამინისტროს კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის დირექტორად (შეთავსებით).

1939 წლიდან 1941 წლამდე კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორია.

1941 წლიდან 1946 წლამდე იყო სამამულო ომის მონაწილე პოლიტიკური მუშაკი; 1946 წლიდან 1964 წლამდე  მუშაობდა თბილისის ალ. ჯაფარიძის (ახლანდელი მ. ჯავახიშვილის) სახელობის ცენტრალურ საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად.

 დაჯილდოებული იყო  ორდენებითა და მედლებით, სიგელებით.

გამოქვეყნებული აქვს ბროშურები საბიბლიოთეკო საკითხებზე და იყო რამდენიმე წიგნის რედაქტორი.

გარდაიცვალა 1976 წელს.

გამოყენებული ლიტერატურა:

ის დღესაც კარგად ახსოვთ/მზია ტოგონიძე// საქართველოს ბიბლიოთეკა, 2007 , N4, გვ. 22-25.

ნიკოლოზ ჭელიძის შრომების ნუსხა:

სახალხო დემოკრატიული სახელმწიფოები : მოკლე სამახსოვრო ბიბლიოთეკარებისათვის / [შემდგ.: ნ. ჭელიძე ; რედ.: ვ. გოგოლაძე] ; საქ. სსრ კულტურის სამინისტრო. კულტ.-საგანმ. დაწესებულებების საქმ. სამმართველო. ალ. ჯაფარიძის სახ. თბილ. სახელმწ. სამეცნ. საქალაქო ბიბ-კა. - თბ., 1958 (მთავარპოლიგრაფგამომც. 1-ლი სტ). - 20გვ.