დამატების თარიღი: 2013-02-26 10:44:57

ალექსანდრა  კავკასიძე

ალექსანდრა კონსტანტინეს ასული კავკასიძე დაიბადა 1908 წელს. 1924 წელს დაამთავრა თბილისის ქალთა მე-5 ტექნიკუმი. იმავე წელს შევიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის დარგზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს.

1937 წლის აგვისტოდან 1942 წლის აპრილამდე შეთავსებით მუშაობდა საქ. ალკკ ცეკასთან არსებულ პიონერხელმძღვანელთა რესპუბლიკურ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1942 წლიდან მუშაობდა კ. მარქსის სახელობის რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში, ჯერ დარბაზების განყოფილების გამგედ, 1954 წლიდან დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. 1968 წლიდან ბიბლიოთეკის დირექტორია. 1984 წელს პენსიაზე გადის.

მისი თაოსნობით შეიქმნა ახალი სპეციალიზებული დარბაზები და განყოფილებები. მისი დირექტორობის პერიოდში დაისტამბა „ქართული პერიოდული გამოცემების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის" რამდენიმე ტომი, რომელიც შემდგომში ქართველ მეცნიერთა სამაგიდო წიგნი გახდა. იგი მუშობდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიაზე, ამზადებდა მის ახალ გამოცემას.

გარდაიცვალა 1994 წლის 16 აპრილს.

ალექსანდრა კავკასიძის რედაქტორობით გამოსული შრომების ნუსხა