დამატების თარიღი: 2013-02-26 11:20:22

ნოდარ  წულეისკირი

ნოდარ ალექსანდრეს ძე წულეისკირი დაიბადა 1932 წლის 5 მარტს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში.

1955 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან.

1958 წელს ნარკვევისათვის „მტკვრის პირას გათეთრებული კაცები" მიენიჭა საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ნოველები ჟურნალ „ცისკარში".

1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი  სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ „დილას" პასუხისმგებელ მდივნად, "ცისკრის", „მნათობის" განყოფილების გამგედ. კინოსტუდია „ქართულ ფილმში" რედაქტორად. 1990 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი. ამავე წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად.

1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

არის არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორი. მისი ცალკეული   ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 2008 წელს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის პრემია.

1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობდა სოფ. წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.

ნოდარ წულეისკირის შრომების ნუსხა