დამატების თარიღი: 2013-02-26 12:19:03

გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი გიორგი ზურაბის ძე კეკელიძე დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წლის 10 აპრილს.

2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისით.

2006-2008წწ. მუშაობდა რუსთავის № 2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.

2008 წელს წელს გამოსცა პოეტური კრებული „ოდები", რისთვისაც მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა" 2009 წელს.

2009-2010წწ. იყო  ,,რადიო-ქალაქის" ლიტერატურული გადაცემის - ,,ლიტერატურული ქალაქი" - ერთ-ერთი წამყვანი.

2010 წლიდან მისი ინიციატივით დაარსდა ლიტერატურული პორტალი lib.ge. 

2010 წლიდან არის ჟურნალ „ტაბულას" ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე, ასევე სატელევიზიო გადაცემა ,,წითელი ზონის' პროდიუსერი, ხოლო 2010 წლიდან ჟურნალ „ტაბულა-art-ის" ლიტერატურის განყოფილების რედაქტორი, ჟურნალების - „ფოკუსი" და „თბილისი-აუტ" ლიტერატურული მიმომხილველი.

2010 წლიდან  საქართველოს პენ-კლუბის დროებითი სამეურვეო საბჭოს წევრი,  ამავე წლიდან კითხულობს თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაში, არის თავისუფალი უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის კურატორი. ამავე წელს გახდა წლის წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში, British Council ლონდონის წარმომადგენლობის კონკურს Poet in the City გამარჯვებული საქართველოდან და წლის ადამიანი ჟურნალ ,,ცხელი შოკოლადის ვერსიით.

2011 წელს იყო რადიო „მწვანე ტალღის" (FM 107.4) და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს რადიო-პროექტის ,,ლიტერატურა და სხვა'' წამყვანი.

2012 წელს  გიორგი კეკელიძე დაინიშნა  სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რად .  მისი დირექტორობის პერიოდში აქტიურად დაიწყო ფონდების დიგიტალირების პროცესი. ქართული ბიბლიოთეკები და კუთხეები გაიხსნა სტამბოლის, კიევის, ვენის ბიბლიოთეკებში.

2012  წელს იგი გახდა გადაცემა „ლიტარეას" ავტორი და წამყვანი .

2012 წელს გიორგი კეკელიძის ინიციატივით ლიბ-ჯგუფმა დააფუძნა კავკასიური პორტალი Caulib. ასევე დაარსდა საქველმოქმედო ფონდი ლიბ-ეკვილიბრიუმი და ლიბ-კლუბი.

2012  წელს მიენიჭა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრემია ,,ოქროს ფრთა ლიტერატურული ტელე და ინტერნეტ-პროექტებისთვის „ინტერპრეტაცია" და „ლიტარეა" და წლის ადამიანი ჟურნალ ,,ცხელი შოკოლადის ვერსიით (ეროვნულ ბიბლიოთეკაში გატარებული აქტივობებისთვის).

გიორგი კეკელიძეს თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრები და ერთი რომანი. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. შეტანილია ქართველი პოეზიის აზერბაიჯანულ ანთოლოგიაში.

წყარო: http://ka.wikipedia.org/