დამატების თარიღი: 2012-09-28 14:11:14

 ბიბილიოთეკაში გაწევრიანება-რეგისტრაცია
 

ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ბიბლიოთეკაში ყველა მომსახურება უფასოა. 

ბიბლიოთეკაში გაწევრიანება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში წარადგენს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ საბუთს.

სკოლის მოსწავლე, რომელსაც არ აქვს მოქალაქის პირადობის მოწმობა, წარადგენს დაბადების მოწმობას და მშობლის პირადობის დამადასტურებელ საბუთს.

მკითხველის ბილეთი გაიცემა უვადო სარგებლობის უფლებით.

მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილება მდებარეობს ბიბლიოთეკის IV კორპუსში, ფურცელაძის ქუჩა N11.

განყოფილება მუშაობს ყოველდღე 9:30-დან 18:00-მდე. ტელ.: +995 (32) 297 16 58

მკითხველი ვალდებულია:
 

გახსოვდეთ: ბიბლიოთეკის ფონდები ეროვნული საგანძურია. თქვენს გარდა ამ საგანძურით მომავალმა თაობებმაც უნდა ისარგებლონ. ლიტერატურის დაზიანება, ან ბიბლიოთეკიდან წიგნების, ჟურნალების და გაზეთების გატანა წარმოადგენს სახელმწიფო ქონების დატაცებას.