
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა მკითხველს ემსახურება ყოველდღე, 9:30-20:00.
ბიბლიოთეკა ისვენებს მხოლოდ ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო უქმე დღეებში.
ბიბლიოთეკის მისამართია:
გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი, 0107
ტელ.: +995 (32) 297 16 61; 297 16 14
ფაქსი: +995 (32) 297 16 15
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I, II, III, IV კორპუსები მდებარეობს თბილისის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე, V კორპუსი კი - ს. ცინცაძის ქუჩაზე N63 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა). 2012 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოეცა არალეგალური სტამბის შენობა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში კასპის ქ. 7 ნომერში.
I კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5
I კორპუსში განთავსებულია:
- საერთო სამკითხველო დარბაზი,
- სამეცნიერო სამკითხველო დარბაზი,
- იშვიათ გამოცემათა დარბაზი,
- ISBN წიგნის, ISSN სერიული გამოცემების და ISMN მუსიკალური გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება,
- საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება,
- სანოტო-აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება.
II კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5
II კორპუსში განთავსებულია:

- პერიოდულ გამოცემათა სამკითხველო დარბაზი,
- საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილება,
- ბიბლიოეკათშორისი აბონემენტის განყოფილება.
III კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7
III კორპუსში განთავსებულია
- ქართველოლოგიის განყოფილება,
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილება
- ორიენტალისტიკის სამკითხველო დარბაზი,
- ანგლოამერიკული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზი,
- ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება,
- ვილჰემ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულენოვანი ლიტერატურის ბიბლიოთეკა,
- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა,
- საბავშვო ცენტრი,
- დირექცია.
IV კორპუსი, მისამართი: ფურცელაძის ქ. 11
IV კორპუსში განთავსებულია:

- მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილება,
- პლაკატისა და ესტამპის განყოფილება.
V კორპუსი, მისამართი: ს. ცინცაძის ქ. 63 (ყოფილი საბურთალოს ქ.)
V კორპუსში განთავსებულია:

- კარტოგრაფიის განყოფილება,
- ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილება,
- სამოქალაქო განათლების განყოფილება,
- გამომცემლობის განყოფილება.
ავლაბრის ყოფილი არალეგალური სტამბის შენობა, მისამართი კასპის ქ. N7
