დამატების თარიღი: 2012-09-30 11:12:50

ელექტრონული რესურსები

ელექტრონული რესურსები - მოიცავს როგორც ელექტრონულ საცნობარო ლიტერატურას, კატალოგებს, ლექსიკონებს, ცნობარებს, ასევე ციფრულ ბიბლიოთეკას - ელექტრონულ ტექსტებს.

კატალოგები:

ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგით “რუსთაველი“ შესაძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა ბიბლიოთეკაში ესა თუ ის გამოცემა (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, დისერტაცია, ნოტი) და თუ არის, რა შენახვის შიფრითაა ფონდში დაცული. აქვე შესაძლებელია საქართველოს პერიოდულ გამოცემებში სტატიების ანალიტიკურ აღწერილობათა მოძიება. (იხ. ძველი კატალოგები)

საქართველოს გაზეთები - მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოიძიოს საქართველოში გამოცემული გაზეთი არა მარტო სახელწოდების, არამედ გამოცემის დაწყების, ადგილის, რედაქტორის, თემატიკის, გამომცემელი ორგანოსა და ISSN-ის მიხედვით.

უცხოური გაზეთები - მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოიძიოს სასურველი უცხოური გაზეთი არა მარტო სახელწოდების, არამედ გამოცემის დაწყების, ადგილის, რედაქტორის, თემატიკის, გამომცემელი ორგანოსა და ISSN-ის მიხედვით.

ციფრული ბიბლიოთეკა და კოლექციები:

ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი" მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ნოტების, აუდიო მასალების, ფოტოების და სხვა იშვიათი გამოცემების ელექტრონულ ასლებს სხვადასხვა ფორმატში (Adobe PDF, JPEG, MPEG Audio). აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ეროვნულ დისერტაციებს და ავტორეფერატებს.

მ. მამარდაშვილის სახელობის ციფრული კოლექციები მოიცავს ქართული კლასიკური ლიტერატურის ყველა ცნობილი წარმომადგენლის ნაწარმოებების ტექსტებს. აქვეა გამოცემების სრული ტექსტები სამოქალაქო განათლებაზე, ეკონომიკაზე, სამართალზე და სხვ.

ქართული პრესის ელექტრონული არქივი - ქართულ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების სრული ტექსტები.

ენციკლოპედია და ლექსიკონები:

ბიბლიოვიკი - ეროვნული ბიბლიოთეკის ვიკი-ენციკლოპედია, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.

ელექტრონული ლექსიკონი - წარმოდგენილია რამდენიმე სხვადასხვა ლექსიკონით: ფსევდონიმების ლექსიკონი, უცხო სიტყვათა განმარტებითი, ადამიანის უფლებათა, სამოქალაქო განათლების, ინგლისურ-ქართული, საკანონმდებლო ტერმინთა, საბიბლიოთეკო ტერმინთა, ხელოვნების, ქართულ სინონიმთა და სხვა ლექსიკონებს.

ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკონები - მოიცავს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ლექსიკონებს.

სასკოლო ლექსიკონი - წარმოდგენილია სასკოლო პროგრამაში გამოყენებული ლიტერატურის ლექსიკონებით.

სასკოლო ლიტერატურა - აერთიანებს სასკოლო სახელმძღვანელოებში შესულ ნაწარმოებებს, აგრეთვე იმ ნაწარმოებებს და ლექსიკონებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან სასკოლო განათლებას.

საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი - მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად მოიძიოს მისთვის სასურველი ისტორიული ძეგლი ბეჭდურ გამოცემებში.

ქართველოლოგიური წიგნებისა და კრებულების ფოტომასალის აღწერილობა - (პიროვნებები, არქიტექტურული ძეგლები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, ხელნაწერები, ხედები, რუკები და სხვ.)

ბიოგრაფიული ცნობარები:

ბიოგრაფიული ლექსიკონი – საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების წევრთა საძიებელი - აერთიანებს საზოგადოების ყველა წევრს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე.

ქართველები უცხოეთში - უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.

ქართველი სპორტსმენები - ბიოგრაფიული ლექსიკონში წარმოდგენილია იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში.

საქართველოს ექიმები - ბიოგრაფიული ლექსიკონი-ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე.

საქართველოს მეღვინეები - საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ბიბლიონი - ცნობარი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იმ თანამშრომელთა მონაცემთა ბაზას, რომლებიც მუშაობდნენ ბიბლიოთეკაში 1846 წლიდან დღემდე საბიბლიოთეკო განხრით (ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიბლიოთეკის ლოკალური ქსელიდან).

ვებგვერდები:

ჭავჭავაძეების ოჯახი - ვებგვერდი მოიცავს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასა და ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორიას.

დადიანების დინასტია - ვებგვერდი მოიცავს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასა და დადიანების ოჯახის ისტორიას.

მობილური აპლიკაციები