დამატების თარიღი: 2012-10-02 13:05:15

ციფრული ბიბლიოთეკა

 

ციფრული ბიბლიოთეკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს წაიკითხოს ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენილი გამოცმების სრული ტექსტები. ციფრული ბიბლიოთეკა შედგება რამოდენიმე პროექტისაგან: 

1.
იუნესკოს პროექტი გრინსტოუნი – მერაბ მამარდაშვილის სახელობის ციფრული ბიბლიოთეკა, რომელშიც შესულია ქართული კლასიკური ლიტერატურის ყველა ცნობილი წამომადგენლის  ნაწარმოებების ტექსტები. აქვეა გამოცემების სრული ტექსტები სამოქალაქო განათლებაზე, ეკონომიკაზე, სამართალზე და სხვ. 

2. ბეჭდური არქივის და დისერტაციების ციფრული კოლექცია – წიგნების და დისერტაციების სრული ტექსტები. წარმოდგენილია ნაბეჭდი გამოცემის  ორიგინალის სკანირებული ვერსიები PDF ფორმატში. 

3. ელექტრონული ბიბლიოთეკა "ივერიელი" მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ფოტოების და სხვა იშვიათი გამოცემების გაციფრებულ ასლებს.