დამატების თარიღი: 2012-10-05 15:25:50

საბიბლიოთეკო მომსახურების და ინფორმაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით და ბიბლიოგრაფიული წყაროებით მკითხველთა მომსახურება და ინფორმაციით უზრუნველყოფა.

საბიბლიოთეკო მომსახურების და ინფორმაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტის განყოფილება

ბ) საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება

გ) სამკითხველო დარბაზების მომსახურების განყოფილება

დ) ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება

ე) მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილება

ვ) სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება.