
1997 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ინტერნეტ-ცენტრი ბიბლიოთეკის მკითხველთათვის. 2006 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკის "e-კლუბში" – უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფილ დარბაზში - მკითხველს შეეძლო ინტერნეტში მისთვის საჭირო ინფორმაციის მოიპოვება. 2009 წლიდან მკითხველთათვის ინტერნეტში თავისუფალი დაშვება უზრუნველყოფილია უკაბელო Wireless ტექნოლოგიის მეშვეობით ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა სამკითხველო დარბაზში.
2010 წლიდან ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილებაში მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს ინტერნეტით, ბიბლიოთეკის კომპაქტ–დისკებით (CD–ROM) ფონდით, ლოკალური მონაცემთა ბაზებით, მათ შორის ინტრაქსელური ციფრული ბიბლიოთეკით, კანონების მონაცემთა ბაზით, სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზებით EBSCO, WORLD BANK, დიდი ინგლისურ–ქართული ონლაინ ლექსიკონით და სხვ.
სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალები და მონაცემთა ბაზები ბიბლიოთეკის ინტრაქსელში