ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის კოლექციები
დამატების თარიღი: 2012-10-15 10:46:05

 ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" წიგნების კოლექცია  მომხმარებელს სთავაზობს  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების  და  იშვიათი გაოცემების გაციფრებულ ასლებს PDF ფორმატში.

 

  
ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" ჟურნალების კოლექცია  მომხმარებელს სთავაზობს  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული  ჟურნალების  გაციფრებულ ასლებს PDF ფორმატში.


 
ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" გაზეთების კოლექცია  მომხმარებელს სთავაზობს  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული  გაზეთების  გაციფრებულ ასლებს  PDF ფორმატში.

 

ქართული ლიტერატურის ციფრულ კოლექციაში შესულია ქართული კლასიკური ლიტერატურის ყველა ცნობილი წამომადგენლის ნაწარმოებების ტექსტები და მოკლე ბიოგრაფიული ცნობები. მასში ცალკეულ ფაილებად ჩართულია ძველ ქართულ სიტყვათა ლექსიკონი.

  
 ბეჭდური არქივის და დისერტაციების ციფრულ კოლექციაში განთავსებულია წიგნებისა და დისერტაციების სრული ტექსტები. წარმოდგენილია ნაბეჭდი გამოცემების ორიგინალების სკანირებული ან ელექტრონული ვერსიები და დისერტაციების ელექტრონული ვერსიები PDF ფორმატში.  ძიების დაწყების წინ ირჩევთ კოლექციას ბეჭდური არქივი ან დისერტაციები.

სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა მოიცავს 2010 წლამდე  ქართულ ენაზე გამოცემულ სამოქალაქო განათლების პროფილის ლიტერატურას ილუსტრაციებითა და დანართებით, შეიცავს სამართლებრივი და შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციას, სახელმძღვანელოებს, საერთაშორისო დოკუმენტებს, კონვენციებს, დეკლარაციებს და ა.შ. 

 

სამოქალაქო საზოგადოების ქართული პერიოდ-გამოცემების ციფრულ კოლექციაში შესულია საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და ფონდების მიერ გამოცემული ჟურნალები, სერიული გამოცემები, სტატიები, ანგარიშები, ბიულეტენები, ტრენინგის მასალათა კრებულები, მიმოხილვები, ანალიზი.

 

საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე პრესაში – ციფრულ კოლექციაში შესულია საქართველოს პრეზიდენტებისა და პარლამენტის თავმჯდომარეების გამოსვლები, მიმართვები, სიტყვები, პრესკონფერენციების და ბრიფინგების მასალები გამოქვეყნებული პრესაში.

ლექსიკონების კოლექციაში გაერთიანებულია ელექტრონული ლექსიკონები: "ადამიანის უფლებათა ლექსიკონი", "გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი", "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტერმინთა ლექსიკონი", "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი–ცნობარი", "სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი", "ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები: ცნობარი", "ლათინურ–ქართული იურიდიული ლექსიკონი", "განმარტებითი ლექსიკონი", "მოხელის სამაგიდო ლექსიკონი". 

 ეკონომიკის კოლექციაში შესულია საქართველოში მოქმედი არასამთავრებო ორგანიზაციების მიერ გამოცემული წიგნების სრული ტექსტები ეკონომიკის დარგში. 

 

 სამართალის კოლექციაში შესულია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრებო ორგანიზაციების მიერ გამოცემული წიგნების სრული ტექსტები სამართალის დარგში.

 


ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური არქივი საზოგადოებას საშუალებას აძლევს გაეცნოს საქართველოს უახლეს ისტორიას 1995–2003 წლებში. არქივი წარმოდგენილია გაციფრებული ვიდეომასალის სახით.


 
ქართლის ცხოვრება

 
 

 უნიკუმური გამოცემები  



ვეფხისტყაოსანი ხელნაწერი

 

 
ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" ფოტო კოლექცია  მომხმარებელს სთავაზობს  როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტოების  ციფრულ ასლებს და ასევე პროექტ „წარსულთან შეხვედრის" ფარგლებში შემოსულ უნიკალურ ფოტოკოლექციებს.

 


ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" პლაკატების კოლექცია  მომხმარებელს სთავაზობს  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული პლაკატების ციფრულ ვერსიებს.


 
ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" ეტიკეტების კოლექცია  მომხმარებელს სთავაზობს  როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკის პლაკატისა და ესტამპის ფონდში  დაცული ეტიკეტების ციფრულ ვერსიებს, ასევე კერძო კოლექციონერების მიერ მოწოდებულ ეტიკეტების კოლექციებს.

ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" ხელნაწერების და გრაფიკის  კოლექცია  მომხმარებელს სთავაზობს  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული და სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შემოსულ ხელნაწერებს, საარქივო და გრაფიკული მასალების ციფრულ ვერსიებს. 

 

ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" აუდიო მასალების კოლექცია მომხმარებელს სთავაზობს ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიოწიგნებს.

  

 
ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" აუდიო მასალების კოლექცია მომხმარებელს სთავაზობს  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მუსიკალური ფონდის, გრამფირფიტების  ციფრულ  ვერსიებს MP3 ფორმატში. 

 

 
იუნესკოს პროექტით შექმნილი ქართული კლასიკური ლიტერატურის ანთოლოგიის ციფრულ კოლექციაში მეტა-მონაცემები ქართულ ენაზეა. ავტორების სიაში ნაწარმოებები დაჯგუფებულია ავტორების მიხედვით, ხოლო სათაურების სიაში ერთნაირი სათაურის მქონე ნაწარმოებები დაჯგუფებულია ერთ ფაილში. ძიება შესაძლებელია ქართული სიტყვების ტრანსლიტერაციით

შენიშვნა: PDF ფორმატის ტექსტების წასაკითხად, თქვენს კომპიუტერში აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი კომპიუტერული პროგრამა 

Adobe Reader–ი.