
26 სექტემბერს, 18:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ხათუნა კენჭოშვილმა წაიკითხა მოხსენება – "არჩევნები და ბეჭდური მედია".
მომხსენებელმა 1990–2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მაგალითზე მიმოიხილა ქართულ ბეჭდურ მედიაში არჩევნების თემასთან დაკავშირებული პუბლიკაციები.