სამეცნიერო კონფერენცია ,,კავკასია დინამიკურად ცვალებად დროში“
დამატების თარიღი: 2012-12-07 12:05:00

7 დეკემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია ,,კავკასია დინამიკურად ცვალებად დროში“.

 

სამუშაო თემატიკა: კავკასიის ქვეყნები სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების პროცესში;  კავკასია გლობალიზაციის პროცესში; კავკასია კულტურათა გზაგასაყარზე; კავკასიის ეთნოლოგია და ფოლკლორი; კულტურული ტრადიციები და  კონფლიქტი თანამედროვეობასა და ტრადიციას შორის; კავკასიის ხალხთა ისტორია  და ლიტერატურა; განათლების პრობლემები კავკასიაში; კავკასიელები ერთმანეთის შესახებ (წარმოდგენები, სტერეოტიპები და ა.შ).