საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“
დამატების თარიღი: 2017-09-16 10:48:00

16-17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული  ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში თბილისის მუზეუმების გაერთიანება გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „სემიტოლოგიური ძიებანი".

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ 4 ქვეყნის (საქართველო, ისრაელი, გერმანია, ინგლისი) ებრაისტიკა-არამეისტიკის დარგში მოღვაწე მეცნიერები. კონფერენცია ეძღვნება მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის ხსოვნას. 

კოტე (კონსტანტინე) წერეთელი (1921-2004 წწ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960წ.) ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. კოტე წერეთლის შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას ჩაუყარა საფუძველი და მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას მისცა ბიძგი.