შალვა გაბესკირიას საჯარო ლექცია „რუსთველოლოგიის ზოგი პრობლემური საკითხის შესახებ“
დამატების თარიღი: 2017-12-14 17:45:00

14 დეკემბერს 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ფილოლოგიის დოქტორ, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ შალვა გაბესკირიას საჯარო ლექცია „რუსთველოლოგიის ზოგი პრობლემური საკითხის შესახებ" გაიმართება.

ლექციაზე შალვა გაბესკირია ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: „ვეფხისტყაოსნის" ამბავს ძირითადად საფუძვლად უდევს XII-XIII საუკუნის საქართველოს ისტორიით ცნობილი მოვლენები და ბიბლიური ნარატივი მეფე დავით წინასწარმეტყველზე. შესაბამისად, პოემის გმირთა პროტოტიპები ორი ეპოქის ისტორიული გმირებია, რომელთაგანაც მეფე თამარი თინათინი და ნესტან-დარეჯანია, ჯალალედინი ხვარაზმშას ძე, დავით წინასწარმეტყველი ტარიელი და ავთანდილია და ა. შ. ტარიელი სულიერი ინიციაციის  გზას გადის, რომელიც მისი ქალ-ღვთაება ნესტან-დარეჯანთან შეერთებით მთავრდება. კიდობანი, რომლითაც ნესტანს იტაცებენ, ძველ აღთქმაში უფლის მყოფობას, თვით უფალსაც ნიშნავს. „ვეფხისტყაოსნის" მთავარი ქვეყნები ინდოეთი და არაბეთი „ნიღაბი" საქართველოა, ხოლო ქაჯეთი პოეტის მშობლიური კუთხის მესხეთის ნაწილი."

დასწრება თავისუფალია