ლევან აბაშიძის საჯარო ლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-10-31 11:40:00

31 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში თეოლოგმა და ფიზიკოსმა ლევან აბაშიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია„ქრისტიანული სარწმუნოება და თანამედროვე მეცნიერება“.

მომხსენებელმა ისაუბრა ქრისტიანობასა და თანამედროვე მეცნიერებაზე. რა არის ქრისტიანობა და რა არის მეცნიერება? განსაზღვრავენ თუ არა ისინი ჩვენ ცოდნას სამყაროს შესახებ? ჩვენ მსოფლმხედველობას? რა მიმართებაა მათ შორის? ეთანხმებიან, ეწინააღმდეგებიან თუ ავსებენ ერთმანეთს? 


45
წუთიანი მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.