ორი კრებულის პრეზენტაცია
დამატების თარიღი: 2012-11-05 14:40:00

5 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ორი კრებულის „პოეტური სიტყვის რთველი“ და „გაუხუნარი ფერები“ პრეზენტაცია გაიმართა.

„პოეტური სიტყვის რთველი“ ლექსების კრებულია, სადაც შესულია ნანა ეხვაიას, მანანა კობახიძის, ავთანდილ მემარნიშვილის, ნიკოლოზ ნიაურის, ჟაკლინ სირაძის მარიამ ქსოვრელი ხართიშვილის, გიორგი წიბახაშვილის, რუსუდან ჭანტურიშვილის, თეიმურაზ ჭანტურიშვილის და თეიმურაზ ჯვარშეიშვილის ლექსები. კრებული გამოიცა 2010 წელს და მისი რედაქტორია გიორგი წიბახაშვილი.

 

„გაუხუნარი ფერები“ ევროპული ლიტერატურის თარგმანთა კრებულია, სადაც შესულია ნინო ბარამიძის, მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის, ანა-როენა ყენიას, გიორგი წიბახაშვილის, თეიმურაზ ჭანტურიშვილის და რუსუდან ჭანტურიშვილის თარგმანები.  კრებული გამოიცა 2011 წელს და მისი რედაქტორია მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი.