ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალგორელ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
დამატების თარიღი: 2012-11-09 15:43:00

 

9 ნოემბერს ეროვნულმა ბობლიოთეკამ ახალგორელ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახმა კონფლიქტის ზონიდან ჩამოსული სტუმრებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა.

 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგორელი სტუმრებისთვის ღონისძიებები დილიდან დაიწყო. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ექსკურსია. მათ დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზები, გაეცნენ მომსახურების წესებს და მიიღეს ინფორმაცია ბიბლიოთეკის ფონდების შესახებ.

 

ბავშვთა ოთახში მათ მწერალი დათო ტურაშვილი შეხვდა. ორგანიზაცია ”ქალთა ასოციაციის” წარმომადგენლებმა და გამომცემლობა ”დიოგენემ” მოსწავლეებს  საჩუქრები გადასცა. მხატვარმ ზაალ სულაკაურმა კი ხატვის გაკვეთილს ჩაუტარა.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ფილმის ჩვენება გაიმართა.