ლევან ცაგარელის საჯარო ლექცია
დამატების თარიღი: 2012-11-13 13:04:00

13 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციირებულმა პროფესორმა ლევან ცაგარელმა წაიკითხა ლექცია „გერმანულენოვანი ლიტერატურა სტუდენტური მოძრაობის წლებში“.

 

მომხსენებელმა ისაუბრა 60-იანი წლების გერმანიაზე, თუ როგორ შეიცვალა სტუდენტური მოძრაობის შედეგად პოლიტიკა, მეცნიერება და ლიტერატურა. დამკვიდრდა პლურალიზმი და შეიცვალა თავისუფლების ცნების გაგება. რაც გერმანულ ლიტერატურაშიც იჩენს თავს.

 

ლევან ცაგარელმა ისაუბრა რა კავშირი იყო სტუდენტურ მოძრაობასა და მარქსიზმს შორის; რის შესახებ წერდნენ „ჯგუფ 61“-ის წევრები; როგორ იქცნენ პოეტები ლიტერატურულ აქციონისტებად; რით განსხვავდება ახალი რეალიზმი ტრადიციულისაგან; პეტერ ვაისის დოკუმენტურ მასალებზე და მის მეტოქეზე, გერმანული თანამედროვეობის სეისმოგრაფზე ბოთო შტრაუსზე.