სამეცნიერო კონფერენცია „მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“
დამატების თარიღი: 2012-11-29 16:07:00

29-30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრმა სამეცნიერო კონფერენცია „მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ გამართა.

კონფერენცია ხელოვნებთმცოდნე მერი კარბელაშვილის დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.