გაბრიელე ბრაგანტინის საჯარო ლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-11-21 14:50:00

21 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელე ბრაგანტინი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მე-13 საუკუნე: ეკლესიათა გაერთიანების მცდელობა“.

 

გაბრიელე ბრაგანტინი 1955 წლის 17 თებერვალს ქალაქ ვერონაში (იტალია) დაიბადა. 1975-81 წლებში იგი ვერონის წმინდა ზენონის თეოლოგიურ ინსტიტუტში ფილოსოფიურ-თეოლოგიურ კურსს დაეუფლა. ამავე წელს იგი პრესვიტერად აკურთხეს.

 

1980-1982 წლებში გაბრიელე ბრაგანტინი ბოლონიის დომინიკელთა ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც მას თეოლოგიაში ლიცენზია მიენიჭა.

 

1980-1989 წლებში იგი ვერონის ინფორმატიკის ლიცეუმ „ალესტიმატეში“ რელიგიის მასწავლებელი იყო, ხოლო 1994 წელს საშუალო სკოლის „მინო ტურკი“ დირექტორად დაინიშნა.

 

 1994 წელს გაბრიელე ბრაგანტინი საქართველოში ჩამოდის და ქუთაისის სტიმატინთა საკრებულოს ხელმძღვანელი ხდება. მოგვიანებით მას კათოლიკური ეკლესიის ეკუმენიზმის, კულტურისა და ლიტურგიის საეპისკოპო ვიკარიუსის წოდება მიენიჭა.

 

  ამჟამად გაბრიელე ბრაგანტინი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორია.