ასტრონომ გიორგი რამიშვილის ლექცია
დამატების თარიღი: 2012-11-26 16:53:00

26 ნოემბერს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ  საკონფერენციო დარბაზში გამართა შეხვედრა აქტუალურ და საინტერესო თემაზე  ასტრონომ, აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარ, ილიას უნივერსიტეტის პროფესორ  გიორგი რამიშვილთან.

სტუმარმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „ეგზოტიკური“ ასტრონომიული მოვლენები და მათი როლი კაცობრიობის  ისტორიაში“. 

ლექცია განსაკუთრებულ ინტერესს იძენს დღეს, როდესაც  დედამიწის  მაცხოვრებლების ერთი ნაწილი უამრავ ლეგენდას თხზავს 21 დეკემბერთან დაკავშირებით, ხოლო მეორე ნაწილი  ცდილობს ტყუილ–მართალში გაერკვეს.