გამოფენა „ორმაგი სამყარო“
დამატების თარიღი: 2012-12-05 01:22:00

5 დეკემბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვრების გიორგი არეშიძის ("რეშკა") და სოფი ბუცხრიკიძის გამოფენა „ორმაგი სამყარო" გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

„ადამიანის ცნობიერებაში არსებობს განცდა, რომ ჩვენ სამყაროს მიღმა სხვა აბსოლიტურად განსხვავებული სამყაროებიც არსებობენ. მეცნიერები ექსპერიმენტების ხარჯზე მულტივერსიის არსებობის შესახებ თეორიებს ქმნიან, მაგრამ აქვს თუ არა ჩვენს სამყაროს და იმ სხვა ამოუცნობ სამყაროს კავშირი?! შავი ხვრელების თეორია შორს წაგვიყვანს, დავკმაყოფილდეთ იმით, რისი ელემენტარული აღქმაც ყველას შეუძლია. ენერგია არსად არ ქრება, ის განიცდის ტრანსფორმაციას და საბოლოოდ აკუმილირდება ერთ კონკრეტულ წერტილში. ექსპოზიციის მიზანია წარმოდგენილი ნამუშევრების ენერგეტიკისა და დამთვალიერებლის ენერგიის სინთეზმა დადებითი შედეგი მოგვცეს". ავტორებისგან.

ღონისძიების ორგანიზატორია კულტურის კვლევისა და კოორდინირების ცენტრი (CRC).

გამოფენა 8 დეკემბრამდე გაგრძელდება.