
6 დეკემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სანდრო ასათიანმა წაიკითხა ლექცია „ელექტრონული წიგნები - ტექსტიდან ინტერაქციამდე". ასევე ელექტრონულმა სახლმა „საბა" ახალი პროდუქტის „ინტერაქტიული ანბანის" პრეზენტაცია გამართა.
ლექცია შეეხებოდა წიგნის მოკლე ისტორიას, ავტორ-გამომცემლებს, ახალ მიმდინარეობებს ლიტერატურაში, რომლებიც ელექტრონულმა წიგნებმა გააჩინეს, ელექტრონული წიგნების საკითხავ მოწყობილობებს, ინტერაქტიულ წიგნებს, ელექტრონული წიგნის ტიპებს: მხატვრული ლიტერატურა; ელექტრონული ლექსიკონები; ელექტრონული სახელმძღვანელოები.