"შესაძლებლობები შეუზღუდავია"
დამატების თარიღი: 2012-10-16 11:15:00

16 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში უსინათლოთა გამოფენა  – "შესაძლებლობები შეუზღუდავია" –  გაიმართა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოიფინა უსინათლოთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და სხვა ნამუშევრები.

გამოფენა, რომელიც საქართველოს უსინათლოთა კავშირმა გამართა, ერთი დღე გაგრძელდა.