10 აგვისტო – დაიბადა გია ყანჩელი
დამატების თარიღი: 2013-03-12 11:40:26

გია ყანჩელი (10 აგვისტო, 1935, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი.

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები.

 

1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ "ინ მემორია მიქელანგელო” მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. დღემდე ნაყოფიერად თანამშრომლობს რუსთაველის თეატრთან. მის კალამს ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა ("კავკასიური ცარცის წრე”, "რიჩარდ III”, "ჰამლეტი”, "ქალი-გველი”, "მეთორმეტე ღამე”).

 

ამჟამად გია ყანჩელი ცხოვრობს ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არასდროს გაუწყვიტავს.

ჯილდოები: "საქართველოს სახალხო არტისტი”, შოთა რუსთაველის პრემია, ღირსების ორდენი, "ნიკე” კინოში შექმნილი მუსიკისათვის.

 

 

წყარო: ინტერნეტი. – ვიკიპედია.