12 აგვისტო – დაიბადა გურამ ასათიანი
დამატების თარიღი: 2013-03-12 11:23:48

1955 წლიდან ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდება ასათიანის კრიტიკული წერილები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. მასვე ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევა და გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ.ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი.აბაშიძის, გ. რჩეულიშვილის ლიტერატურული პორტრეტები.

გურამ ლევანის ძე ასათიანი (დ. 12 აგვისტო, 1928, თბილისი ― გ. 28 ივნისი, 1982, იქვე), ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1955 წლიდან ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდება ასათიანის კრიტიკული წერილები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. მასვე ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევა და გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ.ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი.აბაშიძის, გ. რჩეულიშვილის ლიტერატურული პორტრეტები.

1965 წლიდან ხელმძღვანელობს შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის განყოფილებას. ასათიანი სსრკ მწერალთა კავშირის კრიტიკის საბჭოს წევრია.