15 აგვისტო - დაიბადა ალექსანდრე აბაშელი (ისაკ ჩოჩია)
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:55:56

1921–22 დააარსა ჟურნალი "ხომალდი”, რომლის რედაქტორიც თვითონ იყო. 1934–იდან თანამშრომლობდა გამომცემლობა "ზარია ვოსტოკაში”. პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება” 1910.

 

აბაშელი (ნამდვილი გვარი ჩოჩია) ალექსანდრე (ისაკ) ბესარიონის ძე (1884–1954), პოეტი. 1909–იდან მუშაობდა თბილისში "კავკაზისა” და "ნოვაია რეჩის”, შემდეგ "თემის”, "დილისა” და "ცისარტყელას” რედაქციებში. 1921–22 დააარსა ჟურნალი "ხომალდი”, რომლის რედაქტორიც თვითონ იყო. 1934–იდან თანამშრომლობდა გამომცემლობა "ზარია ვოსტოკაში”. პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება” 1910, ლექსების პირველი კრებული "მზის სიცილი” – 1913. თბილისში გამოიცა მისი პოეტური კრებულები: "ანთებული ხეივანი” (1923), "გაბზარული სარკე” (1929), "მზე და სამშობლო” (1939), "გმირული დღეები” (1942), "ოქროს საფეხურები” (1947), აგრეთვე თხზულებათა კრებული ორ ტომად (1958–60) და სხვა. თბილისს მიუძღვნა ლექსები: "საღამო თბილისში”, "თბილისის ღამე”, "მტკვარი”, "თბილისი” და სხვა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის ალექსანდრე აბაშელის ქუჩა.

 

 

წყარო: ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. – თბ. – 2002.