25 აგვისტო – დაიბადა გიორგი დანელია
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:31:47

გიორგი დანელია (დ. 25 აგვისტო, 1930, თბილისი) ქართველი კინორეჟისორი, ცნობილი თავისი "ნაღვლიანი კომედიებით", როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას.

 

სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. მისი დოკუმენტური ფილმი "მე დავდივარ მოსკოვში" ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის დათბობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია "მიმინო" (1977), ქართველი პილოტის თავაგადასავლებზე მოსკოვში, და "შემოდგომის მარათონი" (1980), თარჯიმანზე, რომელიც ცოლსა და საყვარელს შორის ორ-ცეცხლს შუაა მოქცეული. 1986 წელს ის იღებს არცთუ მთლად მეცნიერულ ფანტასტიკას "კინ-ძა-ძა". დანელიას ფილმებში თითქმის მუდმივად ჩნდება მისი იმჟამინდელი მეუღლე ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის წიგნშია შეტანილი, ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებით კინოს ისტორიაში, და ასევე მისი მეგობარი ევგენი ლეონოვი. დანელიას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 1990 წელს.

 

მოგვიანებით დანელია კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე ქორწინდება; რამდენიმე ანიმაციურ პროექტში იღებს მონაწილეობას და რუსეთის კინოაკადემიის მიერ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო მიენიჭა.