23 აგვისტო – დაიბადა სულხან ცინცაძე
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:34:26

23 აგვისტოს დაიბადა სულხან ცინცაძე (1925 ― 15 სექტემბერი, 1991), ქართველი კომპოზიტორი. მუსიკალურ კაერიერას 1940-იან წლებში იწყებს ჩელოზე (ვიოლონჩელო) საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში.

 

მის პირველ კომპოზიციაში ქართული ხალხური სიმღერა გამოიყენა და სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების სახით გამოუშვა, რამაც თითქმის მყისიერი წარმატება მოუტანა. ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე ოპერა, ბალეტი, სიმფონია და კონცერტი, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები სიმებიანი კვარტეტისთვის დაწერილი კომპოზიციები იყო.

ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1961) და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება (1987), ასევე სსრკ-ის სტალინის პრემია (1950), შოთა რუსთაველი პრემია (1981) და ზაქარია ფალიაშვილის პრემია (1977).

 

მისი მთავარი ნამუშევრებია:

 

•               12 სიმებიანი კვარტეტი და მინიატურა კვარტეტისთვის (1947—1991).

•               ორი ოპერა ("განდეგილი", 1972)

•               ხუთი ბალეტი ("დემონი" 1961, "Rivares" 1982).

•               ხუთი სიმფონია (1952—1985).

•               24 პრელუდია ჩელოსა და ორკესტრისთვის (1980) და ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1987).

•               2 საფორტეპიანო კონცერტი (ორკესტრის თანხლებით).

•               2 ჩელოსა და ორკესტრის კონცერტი.

•               2 ვიოლინოსა და ორკესტრის კონცერტი.

•               3 ოპერეტა ("აბლაბუდა" — 1960, "სიმღერა ტყეში" — 1967, "შვეიხი" ? — 1976).

•               მრავალი ნაწარმოები კინოფილმებისთვის.