2 ივნისი – დაიბადა გიორგი ჯაბადარი
დამატების თარიღი: 2013-03-05 14:23:01

ჯაბადრი გიორგი ალექსანდრეს ძე (2. VI. 1888, თბილისი, – 16. VII. 1938, ბერლინი), ქართველი რეჟისორი და პედაგოგი. დაიბადა საზოგადო მოღვაწის ა. ჯაბადარის ოჯახში.

 

1902 სწავლობდა ბელგიაში, შემდეგ კი პარიზში გაემგზავრა, სადაც დაამთავრა თეატრალური სტუდია, მუშაობდა ანტუანის ცნობილ თეატრში. 1918 საქართველოში დაბრუნდა. ამავე წელს თბილისში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული დრამატული სტუდია–თეატრი, რომელსაც 1920 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1920 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა. მუშაობდა პარიზის თეატრ "ოდეონში" და გერმანიაში. ჯაბადარს ეკუთვნის ნაშრომი "ქართული თეატრი". ძმასთან ერთად ფრანგულ ენაზე თარგმნა ა. სუმბათაშვილის "ღალატი", შემდეგ კი გერმანულ ენაზე მეუღლესთან ერთად თარგმნა იგივე პიესა და 1935 ბერლინის "სამხატვრო თეატრში" წარმოადგინა.

 

 

წყარო: ქსე.– ტ.11.– თბ, 1987.