6 ნოემბერი – დაიბადა ალექსანდრე ჯანელიძე
დამატების თარიღი: 2013-03-18 09:48:40

ჯანელიძე ალექსანდრე ილარიონის ძე (1888 – 1975), გეოლოგი, ქართული გეოლოგიური სკოლისა და საქართველოში გეოლ. განათლების ფუძემდებელი (ა. თვალჭრელიძესა და კ. გაბუნიასთან ერთად).

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი ნამდვ. წევრი (1941), აკად. პრეზიდიუმის წევრი (1941–72), მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნ. განყოფილების თავმჯდომარე (1941–63), ვიცე პრეზიდენტი (1951–55). გეოლ.–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1923), პროფესორი (1925), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). საქართვ. გეოლოგიური საზოგადოების ერთ–ერთი დამაარსებელი (1933) და მისი თავმჯდომარე (1937–75), საქართვ. გეოგრ. საკავშ. პალეონტოლოგიური და საფრანგეთის გეოლ. საზოგადოების წევრი.

 

ჯანელიძემ 1910 დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი (სორბონი), 1916 – ყაზანის უნივერსიტეტი, 1920–23 სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ (გრენობლი, პარიზი, ჰალე). 1924–იდან  მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1942–45  იყო უნივერსიტეტის რექტორი, 1924–72 – გეოლ. და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე, 1928–46 – ამავე პროფილის კათედრის გამგე საქართვ. პოლიტექ. ინსტიტუტში. 1925–35 ჯანელიძე იყო მის მიერვე დაარსებული გეოლოგიური  ინსტიტუტის დირექტორი.

 

   ჯანელიძის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკისა და თეორ. გეოლ. საკითხებს. საყურადღებო ნაშრომები აქვს აგრათვე გეო–მორფოლ., საინჟინრო გეოლ. ჰიდროგეოლ., მეცნ. ისტ. დარგში. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა. გამოკვლეული აქვს თბილისის და მისი მიდამოების გეოლ. აგებულება, თანამედროვე გეოლ. პროცესები (მეწყრული მოვლენები, სუფოზია), შესწავლილი აქვს მტკვრის ტერასები, ნატახტრის წყაროები და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მისი სახელი მიენიჭა გეოლოგიურ ინსტიტუტს. 1982 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ჯანელიძის სახელობის პრემია. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. გეოლოგიის ინსტიტუტის ეზოში დგას მისი ძეგლი. თბილისში არის ალექსანდრე ჯანელიძის ქუჩა.

 

წყარო: ქე.–თბილისი.–ენციკლოპედია.–თბ.–2002