11 ნოემბერი – დაიბადა ბესიკ ხარანაული
დამატების თარიღი: 2013-03-15 12:28:45

დაიბადა 1939 წელს, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ავტორია პოეტური კრებულების: "ხეიბარი თოჯინა" (1973), "მიკარნახე ანგელინა!" (1995), "შუადღის წიგნი" (1991), "აგონიური" (1991), "წიგნი ამბა ბესარიონისა" (2003), "ორივ ფურცელი ცის და მიწისა" (2005) და სხვ. აგრეთვე რომანისა "ეპიტაფიები დავიწყებულ სიზმრებისთვის" (2005). რუსთაველის, სახელმწიფო და "საბას" პრემიების ლაურეატია. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.