9 მაისი გამარჯვების დღეა
დამატების თარიღი: 2013-03-04 10:39:14

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჰარი ს. ტრუმენის მიმართვა საბჭოთა კავშირის მარშალ ი.ბ. სტალინისადმი.

ახლა, როცა საბჭოთა კავშირ-ინგლის-ამერიკის ჯარებმა აიძულეს ფაშისტი აგრესორების არმიები უსიტყვოდ დანებებულიყვნენ, მე მსურს გადმოგცეთ თქვენ და თქვენი მეშვეობით თქვენს გმირ არმიებს ჩვენი ხალხისა და მისი მთავრობის მხურვალე მილოცვა. ჩვენ დიდად ვაფასებთ დიად წვლილს, რომელიც მძლავრმა საბჭოთა კავშირმა შეიტანა ცივილიზაციისა და თავისუფლების საქმეში.თქვენ ცხადჰყავით თავისუფლებისმოყვარე და უაღრესად მამაცი ხალხის უნარი შემუსროს ბარბაროსობის მთელი ძალები, რაც უნდა ძლიერი იყვნენ ისინი. ჩვენი საერთო გამარჯვების გამო მივესალმებით საბჭოთა კავშირის ხალხსა და არმიებს და მათს საუცხოო ხელმძღვანელობას. მე მოხარული ვიქნები, თუ თქვენ მოიუსურვებთ გადასცეთ ეს გრძნობები თქვენს შესაბამის სარდლებს.

ჰარი ს. ტრუმენი

 

ი. ბ. სტალინის მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბ-ნ ტრუმენისადმი

გულითად მადლობას გიძღვნით მეგობრული მოლოცვისათვის ჰიტლერული გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის გამო. საბჭოთა კავშირის ხალხები დიდად აფასებენ მეგობარი ამერიკელი ხალხის მონაწილეობას ახლანდელ განმათავისუფლებელ ომში. საბჭოთა კავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის არმიების ერთობლივი ბრძოლა გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, რაც გერმანელ დამპყრობთა სურლი განადგურებითა და დამარცხებით დამთავრდა, -შევა ისტორიაში როგორც ჩვენი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ნიმუში.საბჭოთა ხალხისა და საბჭოთა მთავრობის სახელით გთხოვთ მსურვალე სალამი და დიადი გამარჯვების მილოცვა გადასცეთ ამერიკელ ხალხს და ამერიკის მამაც არმიას.

ი. სტალინი 

გაზეთი "კომუნისტი” 1945 წლის 11 მაისი #93.